|
2025-06-13 11:03:42, 577 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - იუსტიციის სამინისტრო აღმოფხვრის შემოწმებისას პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკას
სახალხო დამცველის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე "საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით. სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები. საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო პატიმრის სრული გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, 2025 წლის 11 ივნისის წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანებებით ცვლილებები განხორციელდა № 1851 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ დებულებებში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები" - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)