|
2025-06-13 11:00:32, 594 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 13 ივნისს პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „წელს GLOBSEC-ი მეოცე საიუბილეო ფორუმს გამართავს, რომელშიც პოლიტიკოსები, საერთაშორისო პოლიტიკისა და სამხედრო ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიო უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხებს. სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა, GLOBSEC 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, რომელიც სრულად ეძღვნება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს - მზარდ ინსტიტუციურ და დემოკრატიულ უკუსვლას ქვეყანაში და ამის ფონზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. დისკუსია შეეხება იმ გადამწყვეტ როლს, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ღირებულებების მტკიცე კურსს ეკისრება. GLOBSEC FORUM ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც 2005 წლიდან ტარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)