|
2025-06-13 10:07:20, 426 ნახვა
მსოფლიო
რა ობიექტები დაბომბა ისრაელმა ირანში
13 ივნისის ღამეს ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „ამ კელავი“ (ხალხი ლომს ჰგავს) დაიწყო. ისრაელის თავდაცვის საჰაერო ძალებმა ურანის გამდიდრების ობიექტებს, სამეთაურო ცენტრებს, სარაკეტო ბაზებსა და სხვა ობიექტებს შეუტიეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დარტყმა ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების „გულში“ იყო. მისი თქმით, ნატანცში ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტსაც დაარტყა და აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიამაც გაავრცელა. ნეთანიაჰუმ ისრაელის ქმედებები „აუცილებელი და დროული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობების მოპოვებამდე რამდენიმე კვირა აშორებდა. მან დასძინა, რომ თავდასხმა მიმართული იყო არა მხოლოდ სამხედრო ობიექტების, არამედ ბირთვული ფიზიკოსების ძირითადი წარმომადგენლების წინააღმდეგაც, რომლებიც „ბომბის შექმნაზე მუშაობენ“. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინაზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა მეთაური ჰოსეინ სალამი და „მისი რამდენიმე მცველი და კოლეგა“, - განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა. სააგენტო „მეჰრისა“ და „ისნას“ ცნობით, ასევე მოკლეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, IRGC-ის გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი. ეს ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა. გარდა ამისა, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ხათამ ალ-ანბიას ერთობლივი შტაბის მეთაურის, გენერალ ღოლამალი რაშიდის გარდაცვალების შესახებ. დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპნენ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ისლამური აზადის უნივერსიტეტის რექტორი მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი. ორივე მათგანი ადრე ქვეყნის ბირთვულ პროგრამაში იყო ჩართული. სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა „The Times of Israel“-ს განუცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანზე თავდასხმების ხუთი სერია განახორციელეს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ოპერაცია გაგრძელდება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ საფრთხის აღმოსაფხვრელად. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა, ისრაელის დარტყმებს მძიმე დანაშაული უწოდა და შურისძიებით დაემუქრა. მან აღიარა, რომ თავდასხმის შედეგად „რამდენიმე მეთაური და მეცნიერი მოწამეობრივად დაიღუპა“. „ისრაელმა თავისთვის მწარე და საშინელი ბედი მოამზადა და ის აუცილებლად მიიღებს მას“, - ხაზგასმით აღნიშნა ხამენეიმ. ამ ფონზე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გააფრთხილა შიდა ფრონტის სარდლობის ინსტრუქციებში დაუყოვნებლივი ცვლილებების შესახებ, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ნებისმიერი ბიზნესის ფუნქციონირების აკრძალვის შესახებ, გარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესებისა. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რეზერვისტების ფართომასშტაბიანი გაწვევა დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)