|
2025-06-12 16:33:12, 1137 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პირველი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაატარა
გალტ & თაგარტმა ერევანში, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის (CMS) პროგრამის ფარგლებში, პირველი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაატარა თემაზე – Capital Markets: Preparation and Approval. კონფერენციაში სომხური კომპანიების და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მთავარ თემატიკას კაპიტალის ბაზრების როლი ეკონომიკაში, მათი სტრუქტურა და საჯარო ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვის უპირატესობები წარმოადგენდა. კონფერენციაზე ასევე განიხილეს რეგულაციური ჩარჩო, რომელიც სომხეთის კაპიტალის ბაზრის გარემოს განსაზღვრავს და კაპიტალის ბაზრებზე წვდომის მოსამზადებელი პროცესები. გალტ & თაგარტის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა, თამთა გორგაძემ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მან საქართველოს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამოცდილება გააზიარა, რომელიც გალტ & თაგარტის ჩართულობით წარმატებით განხორციელდა. ასევე, თამთა გორგაძემ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც ქართულმა კომპანიებმა კაპიტალის ბაზრებზე გასასვლელად გაიარეს — ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია სომხური კომპანიებისთვის, რომლებიც მსგავს პროცესს ახლა იწყებენ. „მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტის გამოცდილება კაპიტალის ბაზრის განვითარებაში უკვე ცდება ქვეყნის ფარგლებს და რეგიონის მასშტაბებზე გადის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კორპორაციული სექტორის ზრდასა და მათი დაფინანსების დივერსიფიცირებას. სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამის იმპლემენტაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია გალტ & თაგარტისთვის, და ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც რეგიონული ფინანსური ინსტიტუტის, როლს”, - ამბობს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, CMS პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. პროგრამას სომხეთში გალტ & თაგარტი ახორციელებს, სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პარტნიორობით. პროგრამის მიზანია სომხეთში კაპიტალის ბაზრების გაძლიერება და ადგილობრივი კომპანიებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა. პროგრამას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: საგანმანათლებლო და საგრანტო. საგანმანათლებლო კომპონენტი მოიცავს ვებინარებსა და კონფერენციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. გრანტების კომპონენტი კი კომპანიებს კაპიტალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დაფინანსებაში ეხმარება.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)