03:33 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 15:05:00, 704 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს

ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს - ეს არის საკმაოდ გათვლილი, კონსპირაციული სცენარი და გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ტელეფონი რომელ ხელში უნდა ეჭიროთ და რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, რამდენიმე პირის დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები არ არის ჩვეულებრივი ამბავი ან ემოცია.

„რასაკვირველია, ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია - ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ეს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ მხოლოდ ჩვეულებრივი შეურაცხყოფა და ზიზღის ენა არ არის. ეს არის საკმაოდ გათვლილი, კონსპირაციული სცენარი და გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ტელეფონი რომელ ხელში უნდა ეჭიროთ და რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს. მე არ ვფიქრობ, რომ დიდი წარმატება ექნება ამას, მაგრამ ზოგადად ქვეყნისთვის შავი ლაქაა, რომელიც როგორმე როგორც საზოგადოების მობილიზებით, ასევე კანონის უფრო ხისტად ჩართვით უნდა მოვიშოროთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს.

პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს;

აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics