2025-06-12 13:37:05, 724 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისას განიცადა.
ინდური გამოცემა ANI News-ის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,