|
2025-06-11 15:40:58, 678 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ბრიტანეთის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი
ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება - მან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ბრიტანეთის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში და იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი. „ვიფიქრებდი, ბრიტანეთის ელჩმა შეცდომა დაუშვა და იჩქარა კომენტარები რომ გააკეთა, რომ არ ჰქონდეს იმ ცუდი გამოცდილების მაგალითები, რომელიც გაგვაჩნია ბრიტანეთის ელჩთან ურთიერთობაში, როდესაც იგი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში, იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი და პირდაპირ მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდაჭერას. ეს ჩვეულებრივი ამბავია ბოლო პერიოდში. მანდ ბრიტანეთის ელჩი შეიძლება იყოს ცალკე გამოყოფილი. ეს გერმანიის ელჩსაც ეხება, საფრანგეთის ელჩსაც და სხვასაც. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით გრანტის გაცემას მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემას ეს ეხმარება, მაგრამ გრანტის გაცემა მაგალითად, „ისფედზე“ უნდა იწვევდეს დამატებით შეკითხვებს, ვინაიდან „ისფედი“ იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ამახინჯებდა მონაცემებს, შემდეგ შეცდომებს არ აღიარებდა, იმიტომ, რომ შემდეგ რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო. ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არ იჩქარა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება. არამედ, კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, ვინაიდან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება, არჩევნებამდე დიდი დროა და მას ექნება საშუალება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი ამის დაფინანსების ორგანიზების თაობაზე,“ - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)