|
2016-03-18 11:05:06, 733 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ცნო
პროკურატურამ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პეტრიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა. მისივე თქმით, ელოდება, რომ საქმის მასალები უახლოეს მომავალში გადმოეცემა. "გუშინ პროკურატურამ ცნო დაზარალებულად ბატონი ალექსი პეტრიაშვილი გუშინწინდელი ჩვენი მოთხოვნის შემდეგ. ამ ეტაპზე ველოდებით საქმის მასალების უახლოეს მომავალში გადმოცემას, რის შემდეგადაც უფრო დეტალურად შეგვეძლება საუბარი საქმის მიმდინარეობაზე და თუ რაიმე სახის შუამდგომლობა გვექნება ამ შემთხვევაში პროკურატურის წინაშე, ან რამე, შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც საქმის მასალებს გავეცნობით", - განაცხადა ლევან სამუშიამ. შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს 26 თებერვალს, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე, უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. პეტრიაშვილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავდმყოფოში იმყოფება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)