|
2025-06-10 18:22:58, 1380 ნახვა
საზოგადოება
„ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წარმოუდგენელია და აზრს მოკლებულია რაიმე სპეცოპერაცია ტარდებოდეს და ამის შესახებ კერძო კომპანია იყოს ინფორმირებული. „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმაურება ინფორმაციას მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის თითქოსდა „გატაცების საქმეში“ ავიაკომპანიის მონაწილეობის შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მედიასივრცეში გავრცელებული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ უკვე არაერთხელ ამომწურავად უპასუხა ცრუ ბრალდებებს, ასევე დეტალურად განმარტა პროცედურები ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, დღეს გაავრცელდა სრულიად დეზინფორმაციული, ავიაკომპანიის დისკრედიტაციისკენ მიმართული, მანიპულაციებითა და სიცრუით გაჯერებული განცხადება. „ჯორჯიან ეარვეისი“ არ არის სახელმწიფო კომპანია, არც სამხედრო ან რომელიმე სპეცსამსახურის დანაყოფი. „ჯორჯიან ეარვეისი“ კერძო კომპანიაა, მისი დამფუძნებლები ფიზიკური პირები არიან. ავიაკომპანია ასრულებს კომერციულ რეისებს ფიზიკური და იურიდიული პირების დაკვეთით. კომპანია ადასტურებს (არც არასდროს უარყვია), რომ თბილისი-აბუ დაბი-თბილისის კომერციული რეისი კერძო პირის შეკვეთით შესრულდა. როგორც უკვე არაერთხელ განვმარტეთ, მგზავრს, რომელსაც აქვს შეკვეთილი და ანაზღაურებული ჩარტერული რეისი, აქვს უფლება უკანა გზაზე გამოამგზავროს მისთვის სასურველი პირი ან პირები. აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიას ის ინფორმაციას არ უთანხმებს. ამაზე პასუხისმგებელია აბუ-დაბის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტები და იქ მოქმედი უსაფრთხოების სამსახურები, შეუძლებელია მოხდეს პირის უკანონოდ გამომგზავრება. ასევე, წარმოუდგენელია და აზრს მოკლებულია რაიმე სპეცოპერაცია ტარდებოდეს და ამის შესახებ კერძო კომპანია იყოს ინფორმირებული. აბსურდია საუბარი გამორთულ ნავიგაციასა და რადარზე, ყველა ქვეყნის რადარი აფიქსირებს ყველა საჰაერო ობიექტის გადაადგილებას, ასეთი რამ შეუძლებელია. ამის მტკიცება ნიშნავს, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ამოუცნობი მფრინავი ობიექტით ასრულებდა რეისს და „ჯორჯიან ეარვეისს“ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (UFO) ავიაპარკში არ გააჩნია. სიცრუეზე მეტყველებს, თუნდაც ის პასაჟიც, რომ „2022 წელს საქართველოს მთავრობამ „ჯორჯიან ეარვეისს“ ათობით მილიონი ლარის ვალი აპატია“, რაც ცრუ ინფორმაციაა. სინამდვილეში, კრედიტორებთან (მევალეებთან) შეთანხმების შედეგად, შედგა კომპანიის სარეაბილიტაციო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია სასამართლოს მიერ. ავიაკომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება იმ მიზანმიმართული, დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც უკვე მრავალი წელია „ჯორჯიან ეარვეისის“ წინააღმდეგ მიმდინარეობს. „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთადერთი ავიაკომპანიაა, რომელიც 32 წელია არსებობს და დასანანია, რომ ამ წლების განმავლობაში, პერიოდულად მის გასანადგურებლად ხდება თავდასხმები ხან ხელისუფლების, ხან ოპოზიციის მხრიდან. აღნიშნული კამპანიის შედეგი იყო, მათ შორის, 2021-2022 წლებში ავიაკომპანიის გაკოტრების რეჟიმში გადასვლა. დღემდე გრძელდება ავიაკომპანიის წინააღმდეგ სხვადასხვა საკითხზე ცრუ ბრალდებებისა და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება. ამჯერად, აღნიშნულ კამპანიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ ჩაერთო და სრულიად აბსურდული ბრალდებები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ განცხადების ავტორი ალექსანდრე ბარამიძეა, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც თანამდებობის დატოვების შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა და განაწყენებული პოზიციიდან, პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით არის დაკავებული ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციაში გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით. „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტი სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუკი ნებისმიერი ქვეყნის გამოძიებას ან სხვა ორგანიზაციას (მათ შორის აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციას) ექნება რაიმე კითხვები, მზად ვართ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სრულიად უსაფუძვლო, აზრს მოკლებულ და ცრუ ბრალდებების გავრცელებისგან, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და კომპანიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯორჯიან ეარვეისი“ არ გამორიცხავს გამოიყენოს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის ევროსასამართლო“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)