|
2025-06-10 17:39:58, 781 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - თუ პარლამენტის უკან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას, დაიწყოს აქციის დაშლა რუსთაველზე? - არა!
თუ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას, დაიწყოს აქციის დაშლა რუსთაველზე? - ჩემი შეფასებით არა! - რატომ უნდა დააკავონ ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო თავისუფლების მოედანზე და წაიყვანონ წინასწარი დაკავების იზოლატორში? რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან?! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გააკეთა. იოსელიანმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც აქციის დაშლა ხდება, უნდა შეფასდეს, თუ რამდენად პროპორციულია სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული ძალა. „როდესაც ვთქვი, რომ იმის მიუხედავად, რომ არსებობდა აქციის დაშლის ფორმალური საფუძველი, რადგან სახეზე იყო კონკრეტული ჯგუფის ძალადობრივი ქმედება, საუბარია რამდენად პროპორციულად გამოიყენეს ძალა ამ ძალადობრივი ქმედებაზე. მაგალითად, თუ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ძალადობა ხდება, ეს აძლევს თუ არა პოლიციას უფლებას დაიწყოს დაშლა რუსთაველზე? - ჩემი შეფასებით არა! - ადამიანებმა, რომლებიც რუსთაველზე დგანან და მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, შეიძლება არ იცოდნენ და ხშირად არ იციან, რა ხდება პარლამენტის უკანა შესასვლელთან ან ჭიჭინაძის ქუჩაზე და მათი მშვიდობიანი პროტესტი დაცვას იმსახურებს, ხოლო მოძალადეების ქმედება იმსახურებს შესაბამისი პასუხის გაცემას. ეს არის ჩემი მიდგომა. თუ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, უნდა მითხრათ, რატომ უნდა დააკავონ ადამიანი რამდენიმე მოძალადის გამო თავისუფლების მოედანზე და წაიყვანონ წინასწარი დაკავების იზოლატორში? რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან?! შეიძლება პოლიციისთვის ასეთი ღონისძიების ჩატარება რთულია და ალბათ, ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ პოლიციის მიერ აქციების დაშლის სტანდარტი მსოფლიოში საუკეთესო იყოს, სადაც არც ერთ ადამიანს არანაირი საფრთხეზე არ დაემუქრება და არც ერთი თმის ღერი არ ჩამოუვარდება, განსხვავებით ამ აქციებისგან, სადაც უამრავი დაშავებული ადამიანი ვნახეთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პარლამენტის სხდომაზე. იოსელიანმა სესიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)