|
2025-06-10 15:44:32, 824 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები
როგორ თხასავით გაყიდა ივანიშვილმა მისი ერთგული ადამიანები, იგივე ხარაზიშვილი, რომელიც „მაგნიტსკის სიაშია“ და ფაქტობრივად, „მგლის ბილეთით“ გაუშვა თანამდებობიდან, - ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები. როგორც ხაბეიშვილი აცხადებს, „სამშობლოს მოღალატეების წრე ვიწროვდება“. „თავი დაიმშვიდოს ახლა „ხარებამ“, რომ ყაველაშვილის ჯილდო აქვს, თორემ ამ ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ დარჩა ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, „მაგნიტსკის სიაშია“, მწამებლების და ტერორისტების, ისიც და გომელაურიც, ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს და რატომ? რადგან მის ფულს საფრთხე ემუქრება. როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება, წნეხს გრძნობს, ანუ სანქციები მუშაობს, ასე თხასავით გაყიდა კონკრეტული თანამდებობის პირები ივანიშვილმა და ახალი ტანსაცმელივით მოისხა კონკრეტული თანამდებობის პირები. ამ ადამიანებსაც ემუქრებათ საფრთხე, ივანიშვილი ასე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ტანსაცმელები, ტანისამოსია მისთვის. როგორც გომელაური გამოიყენა და გადააგდო, ლილუაშვილი, ახლა „ხარება“ და „მგლის ბილეთით“ გაუშვა ეს ხალხი თანამდებობებიდან. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი უნდა დაემხოს, ამის შემდეგ ჩატარდება საქართველოში არჩევნები, ივანიშვილის პირობებში, არჩევნებს აზრი არ აქვს. სამშობლოს მოღალატეების წრე ვიწროვდება და თუ ყველანი ერთ პოზიციაზე ვიქნებით, ვიქნებით პრინციპულები, უტეხები და არ გავტყდებით, ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააძლიერებენ წნეხს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამასთან, შსს-ის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კი ვაჟა სირაძე დაინიშნა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)