|
2025-06-10 12:44:42, 784 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებები „შიდაკლანური დაპირისპირებით“ და სანქციებით არის გამოწვეული
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები „შიდაკლანური დაპირისპირებით“ და სანქციებით არის გამოწვეული. როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები მაინც ძალიან დიდი დარტყმა არის „ქართული ოცნებისთვის“. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვის მტკივნეულად მიმდინარეობს მსგავსი ტიპის გადაადგილებები, მით უმეტეს „ხარება“ არ იყო რიგითი ფიგურა „ქართული ოცნების“ შიგნით. ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და რეჟიმის მთავარი შემსრულებელი და „ზონდერი“ იყო. ეს არის გამოწვეული „შიდაკლანური“ დაპირისპირებით. ასევე, სანქციების პოლიტიკიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა თქვან: სანქციები არ მუშაობს, რომ ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ სანქცირებული იყო, აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს ბატონი ხარაზიშვილია. შეუძლებელია ამ სანქციების გვერდის ავლა და დასავლეთთან რაიმე სახის, თუნდაც ელემენტარული კომუნიკაციის წარმოება მანამ, სანამ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან. როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში, შესაძლებელია „ქართული ოცნება“ ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცენტრალური საარჩევნო კომისია“, - განაცხადა სანიკიძემ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. შსს-ს ინფორმაციით, ხარაზიშვილს აღნიშნულ თანამდებობაზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამასთან, შსს-ის ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე კი ვაჟა სირაძე დაინიშნა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ლევან მაისურაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად; შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)