15:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 11:45:54, 681 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ლილუაშვილი - „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა“ არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო აღარ გაგრძელდება

როგორც ჩანს, „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა" არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ფერმერებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დახმარება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

„როგორც ჩანს „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა" არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება!

40-50 მილიონი ლარით - ათი ათასობით ფერმერის მიერ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა და მათი მხარდაჭერა ხდებოდა ე.წ. ქულათა სისტემით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები გლეხებისთვის. ეს მხარდაჭერა, როგორც ჩანს, გაჩერებულია!

„ბიუჯეტში ფული არაა” - ეს ფორმულირება ბოლო რამდენიმე თვეში სხვადასხვა დროს და ადგილას ბევრჯერ გაჟღერდა (საკრებულოებში, საბიუჯეტო ცვლილებების მომზადებისას და ა.შ. ), მაგრამ „ოცნების” ხელისუფლება, თუ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, თანაც საარჩევნო წელს, მხარდაჭერის პროგრამას შეუწყვეტდა ვერ წარმომედგინა - ალბათ, ვერც იმ ფერმერებს წარმოედგინათ, არჩევნებზე მაინც „ოცნებას” რომ მისცეს ხმა...

„მდუღარე” ეკონომიკის პირობებში - გადასახადების შესრულების გეგმას სერიოზული პრობლემები აქვს, ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები - დრამატულად შემცირებულია, „ოცნება” საარჩევნო წელს გლეხებს მხარდაჭერას უჩერებს, მრჩევლები - უხელფასოზე გადაჰყავს, სახელმწიფო კომპანიებიდან ხალხს მასიურად ათავისუფლებს... აბა ლოგიკა?!

სამწუხაროდ დიდი რისკების და დიდი პრობლემების კასკადი გროვდება ეკონომიკაში და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად „ოცნებაზეა“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics