15:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 11:28:15, 796 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას პოლიციელი აძლევს.

თედო აბრამოვი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის ინგა ჯაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებულს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.

ამასთან ადვოკატის თქმით, პირადი ჩხრეკის და დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა, ამასთან ბრალდების მხარეს ნეიტრალური მტკიცებულება არ აქვს წარდგენილი, მათ შორის, ვიდეომტკიცებულება.

საქმის პროკურორის ნუგზარ ჭიტაძის განმარტებით, აბრამოვის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალება 5 გრამამდე "მდმა" ამოიღეს.

თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics