|
2025-06-09 18:17:29, 1036 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 18 ივნისს გაგრძელდება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმეზე, სასამართლოში ადვოკატების მიერ წარმოდგენილი მოწმე გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე გამოიკითხა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. საერთო ჯამში დაცვის მხარემ სასამართლოს სამი მოწმე წარუდგინა, მომდევნო სხდომებზეც მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულების, კერძოდ ვიდეო მასალების გამოიკვლია. მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის” საქმის განხილვა 23 ივნისს, 13:00 საათზე გაგრძელება. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე 18 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესებზე პერიოდულად, მზიას მხარდამჭერების მხრიდან ხმაური იყო. მათი თქმით, აღნიშნული სასამართლოს მხრიდან, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ. სხდომის პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)