|
2025-06-09 16:17:01, 635 ნახვა
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - სრულ თანადგომას ვუცხადებთ თინა ბოკუჩავას, მის ოჯახსა და პოლიტიკურ პარტიას
ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მორჩილი ძალოვანი უწყებების მიერ კოტე იოსელიანის უკანონო გატაცება და მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე მუქარა, მორიგი დანაშაულებრივი ქმედებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც მორალთან და არც ქართულ ღირებულებებთან , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც კოალიციის წევრები აცხადებენ, აღნიშნული შემთხვევა და ასევე, 50-ზე თანამოქალაქესთან ერთად პოლიტიკური ლიდერების „უკანონო პატიმრობა, ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი ყველა პოლიტიკური ტყვის უპირობო გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“. „სრულ თანადგომას ვუცხადებთ თინა ბოკუჩავას, მის ოჯახსა და პოლიტიკურ პარტიას, დასაფასებელია ის სიმამაცე და სიმტკიცე, რომელიც მან გამოავლინა. ივანიშვილის რეჟიმისა და მისი მორჩილი ძალოვანი უწყებების მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის, კოტე იოსელიანის უკანონო გატაცება და მუქარა მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, მორიგი დანაშაულებრივი ქმედებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც მორალთან და არც ქართულ ღირებულებებთან, რის დამცველადაც პოზიციონირებას რეჟიმი ცდილობს. აღნიშნული შემთხვევა, ისევე როგორც 50-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქის, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერების უკანონო პატიმრობა, ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი არის ერთადერთი - ყველა პოლიტიკური ტყვის უპირობო გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც ჩვენი სამშობლოსთვის რეალურ ცვლილებებს მოიტანს. კრიმინალურ რეჟიმს აქვს ერთადერთი მიზანი, ვითარების ნორმალიზება და ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, ახლა, ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ოჯახების უსაფრთხო და ბედნიერი მომავლისთვის მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ სოლიდარობა, პრინციპულობა და თანმიმდევრულობა. „კოალიცია ცვლილებისათვის“ ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რათა საქართველოში არა მხოლოდ მცირეწლოვანი უდანაშაულო ბავშვების, არამედ ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და ღირსება იყოს ხელშეუხებელი. ეჭვი არ გვეპარება, რომ გამარჯვებას სწორედ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთლიანად ქართველი ხალხის სიმტკიცე და გაუტეხელობა მოგვიტანს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)