|
2025-06-09 14:27:59, 596 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?!
რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! - თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო, - ამის შესახებ დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილისადმი წლების წინ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში მოიხადა. „მე მგონია, რომ ეს არის გარკვეული მცდელობა, ისევ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარავის ახსოვს, დანარჩენმა „ლუზერებმა" ითავეს ლიდერობა და შესაბამისად, ახლა ახალი თემა გამოაგორეს. ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე? ან რა სიგიჟეა ახლა. თუ რამე თემა არის, აგერ არის პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილი. თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო. მე არ ვიცი ეს, მაგრამ ის, რომ გამოვიდა და აღიარა, ბოდიში მოიხადა, მისასალმებელია. მე ყველას ვურჩევდი, მათ შორის, ჩემზეც ათასი სიგიჟე გაავრცელეს, კარგი იქნება ერთხელ დაფიქრდეთ თქვენს ნათქვამზე, იქნებ ამით ვიღაცას გულს სტკენთ. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა თქვენ რას იტყვით, იმიტომ რომ ჩემთვის ყველანი ხართ დაქირავებული გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რათა ქაოსი და არეულობა შემოიტანოთ საზოგადოებაში, მაგრამ არიან მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, იქნებ გულს სტკენთ ამ თქვენი დაუსაბუთებელი, უარგუმენტო ბრალდებებით?! ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა მისასალმებელია, სწორია და კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს," - განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში". ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა. შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)