17:56 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 12:46:03, 518 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი - თბილისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს

პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში უნდა ჩაერთოს. მისივე შეფასებით, მერის არჩევნების მეორე ტურში „გამარჯვების ძალიან მაღალი შანსია, თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეჯერდება“.

როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პირადად მისი აზრით, ბათუმში მერობის კანდიდატად პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი, თბილისში კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდნენ.

„შეიძლება იყოს მზია ამაღლობელი, ციხეში მყოფი ადამიანი ყოველთვის იმარჯვებს ხოლმე, მსოფლიოში ასეთი გამოცდილება არის. მზია ამაღლობელი უნდა იყოს, როგორც მერობის კანდიდატი, ეს ჩემი მოსაზრებაა. თბილისში სალომე ზურაბიშვილი. ფანტასტიკური კანდიდატია. მას შეუძლია გახდეს მილიონიანი ქალაქის მერი. დაცული ხარ 5 წლით, აბსოლუტურად, ხელს ვერავინ გახლებს“, -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ის მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დებატები უნდა გაიმართოს.

„ჩვენ შევედით საპარლამენტო არჩევნებში, დავამტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, შედეგები არ ვაღიარეთ და დღემდე პარლამენტის ლეგიტიმაციას არავინ აღიარებს. შენ თუ არ დაამტკიცე არალეგიტიმურობა, ის ყოველთვის ლეგიტიმური იქნება. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არ შევსულიყავით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებდნენ. რამდენით ადამიანით მეტი წავა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებად არის გაყალბება მოსალოდნელი. შიდა პოლიტიკურ კონტექსტში დებატები აუცილებელია. არა იმიტომ, რომ ერთმანეთი შეცვალონ, არა, მათ არაფერი აღარ ეშველებათ. „კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხესო“ - ეს ყველაფერი მუშაობს სამწუხაროდ, ოღონდ პოლიტიკაში გადმოვიდა. დებატები საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს გადაწყვეტილება. უნდა მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ იმ 4 პარტიიდან, ვინც გავა იმას, თუ არ მივიდნენ არჩევნებზე და დაუჯერონ მათ, ვინც ბოიკოტს აცხადებს. მათ რისი ეშინიათ? იციან, რომ არჩევნებს წააგებენ. ამიტომ, ოპოზიციას წაგების ეშინია. წინასწარ წაგებულ არჩევნებში შესვლა არ უნდათ. ვინც ბოიკოტზე ლაპარაკობს, მას წაგების ეშინია. მათ ძლიერი ამომრჩეველი ჰყავთ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დიდი ხანია მოდის მათთან ერთად. ამიტომ, ისინი დარწმუნებული არიან, რომ თუ საყოველთაო ბოიკოტი გამოვიდა, 2028 წლისთვის ივანიშვილის „ოცნება“ შუა გაიკრიფება და დარჩება მსხვილი პარტიები, რომლებსაც შერჩებათ გარკვეული რესურსები. მათ ახლა ყელში ჰყავთ გაჩხერილი ეს ახლად გამოჩეკილი პარტიები: „ლელო“, გახარია და ა.შ. ამიტომ, მათ ეშინიათ კონკურენციაში შესვლის, თუმცა არა „ქართულ ოცნებასთან“. მათი პრობლემა არის კონკურენცია გაუწიონ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კონკურენცია გაუწიონ გახარიას და „ლელოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების ერთადერთი ფორმა არის არჩევნები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics