13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 12:02:05, 589 ნახვა

პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - ტრამპს და ამერიკას ნუ ვედრებით, აშშ არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სასამართლოს აქვს ფასი

ტრამპს და ამერიკას ნუ ვედრებით. აშშ არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სასამართლოს აქვს ფასი და დარწმუნებული ვარ, ნიღბების საკითხზე იქაც იქნება მსჯელობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძის თქმით, „დონალდ ტრამპი არის ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს დემოკრატიული წესით არჩეული პრეზიდენტი და ირაკლი კობახიძე არის თვითმარქვია პრემიერ-მინისტრი“.

„ამერიკის შემთხვევაში თქვენ გინახავთ, რომ ნიღბიანები ყოველგვარი ნომრისა და იდენთიფიკატორის გარეშე ძვლებში ლეწავდნენ ჟურნალისტებს? ორმაგი სტანდარტი ზუსტად ეს არის. ნიღაბი ჯერ გაიკეთა პოლიციამ ან ზონდერმა, არ ვიცით, ვინ არის საერთოდ. როგორ არ გვინახავს სპეციალური დანიშნულების რაზმი. არაერთ ქვეყანაშია გამოყენებული ხომ? მაგრამ გადაცდომა როცა ხდება, მნიშვნელოვანია, რომ იდენტიფიკატორი ჰქონდეს მას, რომ ამოვიცნო, ვინ არის, მათ შორის სახელმწიფომ ამოიცნოს, ვინ არის მოძალადე და დასაჯოს. ბანდფორმირებები რომ თარეშობდნენ, იმათ ნიღბებზე არ ჰქონდა პრობლემა „ქართულ ოცნებას“? თქვენ ხომ იცით, რა ნიღბებიც არის, აქციაზე ვინც ყოფილა, ნახავდა ამ ნიღბებს. 30 და 25 წლის, 18 წლის სტუდენტ გოგონებს რომ ფერადი ნიღბები უკეთიათ, იმაზეა საუბარი? და ბანდფორმირება რომ ფეხბურთს თამაშობს ადამიანის თავით რუსთაველის გამზირზე და სახე დამალული აქვს, ის არ არის პრობლემა? ახლა ტრამპს და ამერიკას ნუ ვედრებით. აშშ არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სასამართლოს აქვს ფასი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე იქაც იქნება მსჯელობა. დონალდ ტრამპი არის ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს დემოკრატიული წესით არჩეული პრეზიდენტი და ირაკლი კობახიძე არის თვითმარქვია პრემიერ-მინისტრი, სხვაობას ვერ ხედავთ? საფრთხეს ქმნიან ნიღბიანები შსს-ს სახელით, კაცმა არ იცის, არიან თუ არა თანამშრომლები, კერძო დაცვის კომპანიები არიან, თუ ქუჩის ბიჭები, ღმერთმა უწყის. ისინი ქმნიან ყველაზე დიდ საფრთხეს და არცერთი მათგანი არ არის დასჯილი. ამას სულ გავიმეორებ. რანაირი მომხრეც არ უნდა იყო „ქართული ოცნების“, აი, ყველაზე გულმხურვალე ქომაგი ივანიშვილის ხომ, ამ თვეების განმავლობაში არცერთ პოლიციელს არაფერი დაუშავებია? ერთ პოლიციელს მაინც. რაზეა საუბარი, ვინ ქმნის საფრთხეს, ამას კარგად ვხედავთ“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics