13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 11:05:55, 621 ნახვა

მსოფლიო
14 წლის შემდეგ, სირია SWIFT-ის სისტემას ხელახლა დაუკავშირდება

სირია "სულ რამდენიმე კვირაში" ხელახლა დაუკავშირდება SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემას, რაც 14 წლიანი ომისა და სანქციების შემდეგ, სირიის გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში დაბრუნებას ნიშნავს. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა, აბდულკადერ ჰუსრიემ Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.

FT აღნიშნავს, რომ SWIFT-ში დაბრუნება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სირიის ახალი დროებითი მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროცესში. გამოცემის აზრით, ეს ნაბიჯი იმაზე  მიუთითებს, რომ ახალი ხელისუფლება სწრაფად ცდილობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვას მას შემდეგ, რაც გასულ თვეში აშშ-მ მის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა.

დამასკოში მიცემულ ინტერვიუში, ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ, აბდულკადერ ჰუსრიემ, წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ფინანსური სისტემისა და მონეტარული პოლიტიკის რესტრუქტურიზაციას გულისხმობს. მისი მიზანია უცხოური ინვესტიციების დაბრუნება, ვაჭრობაში არსებული ბარიერების მოხსნა, ვალუტის ნორმალიზაცია და საბანკო სექტორის რეფორმა.

გამოცემა წერს, რომ ჰუსრიე, ტექნოკრატი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში საფინანსო საკანონმდებლო სფეროში მოღვაწე კონსულტანტია, რომელიც ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს არაერთ საფინანსო კანონის შემუშავებაში მონაწილეობდა. ახლა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად "სტაბილიზაციის გეგმაზე" მუშაობს, რომელმაც 6-დან 12 თვის ვადაში სირიისთვის საგრძნობი შედეგი უნდა მოიტანოს.

ეს გეგმა სოციალური დაცვის სისტემის მოდერნიზებასა და დიასპორაში მყოფი სირიელების ინვესტიციის მოსაზიდად საბანკო კანონების და ეროვნული ბანკის რეფორმირებას მოიცაავს.

FT, აღნიშნავს საბანკო სექტორი აღდგენის პროცესში ცენტრალურ როლს თამაშობს - ის პრაქტიკულად ჩამოიშალა ომის, მეზობელ ლიბანში 2019 წლის ფინანსური კრიზისის და ასადის პერიოდის მძიმე ეკონომიკური პოლიტიკის გამო. ჰუსრიეს მიზანია ასადის ინტერვენციული ეკონომიკური მემკვიდრეობის დასრულება და მოწინავე სტანდარტების, გამჭვირვალობისა და ნდობის აღდგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics