2025-06-08 12:26:09, 7259 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მინისტრი - ქართული სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს
![]() ქართული ისტებლიშმენტის სურვილი, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, უტოპიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, თუ რატომ არ აწერენ ხელს ოკუპირებული აფხაზეთი და საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, ოლეგ ბარციცმა უპასუხა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობას ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ დაუძლევია“. „ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ფანტომური ტკივილები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული. ქართული ისტებლიშმენტის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ სურს, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს. ეს უტოპიაა“, - განაცხადა ბარციცმა. მისი თქმით, „საქართველოში ზოგიერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს უკვე ესმის, რომ აფხაზეთი მათ შემადგენლობაში არ დაბრუნდება, თუმცა ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ“.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|