13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-07 11:46:48, 664 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს შედეგზე, რომელსაც რეჟიმი წერს

როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს შედეგზე, რომელსაც რეჟიმი წერს. ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის , - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ“.

"არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიები ახლა რას ემსახურება. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გასარკვევი, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი. ახლო წარსულის დავიწყება ნიშნავს, იმავე შეცდომების ხელმეორედ გამეორებას. როცა მტრის თამაშში ვერთვებით, წინასწარ ვაწერთ ხელს იმ შედეგზე, რომელსაც ეს რეჟიმი წერს. ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის. ეს რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ. როცა არჩევნებიც მათი წესებით იმართება, ამაში მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას, არა წინააღმდეგობას. დღეს საჭირო არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები, საჭიროა ეროვნული ერთობა. პირველ რიგში ხალხში, მერე პოლიტიკაშიც. ვიმეორებ, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი არა შიდა თამაშებისთვის, არამედ რეალური ცვლილებებისთვის. დრო არ იცდის. რეჟიმი ყოველდღე იპარავს ჩვენს მომავალს და თუ დღეს არ ვიმოქმედეთ, ხვალ უკვე გვიან იქნება. გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით", - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics