13:27 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 14:39:06, 757 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 6 ივნისის ღამეს რუსეთის სარატოვისა და რიაზანის ოლქებში მდებარე ორ რუსულ აეროდრომზე და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„6 ივნისის ღამეს, წარმატებული დარტყმა განხორციელდა სარატოვის ოლქში, „ენგელსის“ აეროდრომზე, მტრის თვითმფრინავების კონცენტრირების ადგილზე. ასევე დარტყმა მიაყენეს რიაზანის ოლქში მდებარე „დიაგილევოს“ აეროდრომს, სადაც განთავსებულია საჰაერო ტანკერები და მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მხარდასაჭერად გამოიყენება. გარდა ამისა, „დიაგილევოდან“ მტრის სტრატეგიული ბომბდამშენები დაფრინავენ“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, სარატოვის ოლქში საწვავისა და საპოხი მასალების სულ მცირე სამ ავზზე დარტყმები დადასტურდა, რასაც ობიექტზე აალება და მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.

ვრცელდება ინფორმაცია „დიაგილევოს“ აეროდრომზე ხანძრის გაჩენის შესახებ. შედეგების დაზუსტება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, თავდაცვის ძალებმა შეტევა განახორციელეს რუსეთის ფედერაციასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე რიგ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე.

„ტელეგრამ“ არხი Astra იუწყება, რომ „ნასას“ თანამგზავრებმა ხანძარი დააფიქსირეს „როსრეზერვის“ ნავთობპროდუქტების შესანახ ბაზაზე, რომელიც სამხედრო აეროდრომ “ენგელს-2“-ს საწვავით ამარაგებს. მანამდე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თავდასხმის შედეგების ამსახველი ვიდეოები გადაიღეს.

რეგიონის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ ენგელსში „ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში“ ხანძარი გაჩნდა, თუმცა საწარმო არ დაუსახელებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics