|
2016-03-17 18:42:01, 990 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ნატო-ს მაღალჩინოსნებს უმასპინძლა
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ნატო-ს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის სამხედროები ეწვივნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა გააცნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის ოფიცრები საქართველოში კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფებიან. მრავალეროვნული ღონისძიება - სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის ორგანიზებით ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)