13:45 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 12:00:31, 734 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე და პარტია „ხალხისთვის“ კოალიცია „ძლიერი საქართველოდან“ გავიდა და დამოუკიდებელ საქმიანობას დაუბრუნდა

ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. როგორც ანა დოლიძე წერს, ის დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება.

მისივე განმარტებით, მისი პარტია „ხალხისთვის“ აქტიურად თანამშრომლობს ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე. დოლიძის თქმით, პარტიას აქვს ამბიცია გახდეს ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.

,,მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება გავიდეთ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას. დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას ,,ხალხისთვის“ და ამავე დროს ენდო "ძლიერ საქართველოს." ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული. ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია ,,ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი. ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია ,,ხალხისთვის”, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს“, - წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics