|
2025-06-06 09:55:32, 744 ნახვა
პოლიტიკა
თბილისთან დაძმობილებული ფრანგული ქალაქი ნანტი 49-წლიან თანამშრომლობას.აჩერებს
ფრანგული ქალაქი ნანტი, რომელიც 1979 წლიდან თბილისთან დაძმობილებული ქალაქია, დროებით აჩერებს 49-წლიან თანამშრომლობას. ნანტი უძველესი ისტორიის მქონე ქალაქია, რომელიც ცნობილია როგორც „დასავლეთის ვენეცია“, დიდი მწერლის ჟიულ ვერნისა და ნიჭიერი მსახიობის ლუი დე ფიუნესის დაბადების ადგილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანტის ხელისუფლებამ ურთიერთობების „გაყინვა“ გადაწყვიტა, თუმცა განაცხადა, რომ ისინი ქალაქში არსებული ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით დაინტერესებული ქართული პარტიების მხარდაჭერას გააგრძელებენ. ნანტის მერიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ხელისუფლება შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებით, რომელიც 2024 წლის დეკემბერში დაიწყო და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მერიისთვის ცნობილი გახდა თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ, რომლებთანაც ნანტი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. ნანტს, თბილისსა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენს შორის სამმხრივი დაძმობილების ურთიერთობა არსებობდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტი განხორციელდა - დაწყებული თბილისში ფრანგული ენის სწავლებითა და საფრანგეთში ქართველი მოსწავლეების მასპინძლობით, დამთავრებული კონცერტებითა და ქართული ცეკვის გაკვეთილებით. პრესრელიზის თანახმად, თანამშრომლობის შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ მისი განახლებისთვის აუცილებელი პირობები არ დაკმაყოფილდება. ეს ამ ტიპის პირველი შემთხვევაა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)