22:48 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 15:57:41, 758 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობაო

ჩვენ ვხედავთ, რომ [ევროპარლამენტის რეზოლუციას] გავლენა ექნება გარკვეულ სუბიექტებზე - როგორც ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირთ, ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ, ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ მონაწილეობაო - ახლა იტყვიან, რომ ევროპამ გვითხრაო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია და მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

მისი თქმით, ოპოზიციონერები „გამართლებას ასევე იმაში მოძებნიან, რომ სამაგიეროდ იქვე ხომ ჩაწერეს, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ [ევროპარლამენტის რეზოლუციას] გავლენა ექნება გარკვეულ სუბიექტებზე. მაგალითად, „ლელო” აქამდე რომ ნელ-ნელა აპარებდა ოპოზიციურ ფლანგს, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, დღეს ამ რეზოლუციამ მას პოლიტიკურ-მორალური გზა გაუხსნა არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი მათი რიტორიკა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და შემდგომ განვითარებული მოვლენები თავიდან ბოლომდე მცდარი და ტყუილზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკა იყო. დღეს, რა თქმა უნდა, ამის შეცვლა მოუწევთ. როგორც ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირდათ, ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ, ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ მონაწილეობაო. ახლა იტყვიან, რომ ევროპამ გვითხრაო. გამართლებას ასევე იმაში მოძებნიან, რომ სამაგიეროდ იქვე ხომ ჩაწერეს, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო. მოკლედ, ასეთი სამართლებრივ-პოლიტიკური ნონსენსის კასკადი აქვს საქართველოს გარშემო შექმნილი ევროკავშირის ამ სტრუქტურებისა თუ ბიუროკრატიის გარკვეულ ნაწილს”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics