|
2025-06-05 09:51:45, 645 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას
ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, „სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ რეჟიმს აღარ აქვს ლეგიტიმაციის მოპოვების არავითარი საშუალება“ - მათ შორის არც ადგილობრივი არჩევნების გამოყენებით. „ეს იყო და არის ელემენტარული საღი აზრი. რაც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპარლამენტის განაცხადია, რომ ეს წარმოადგენს ერთით მეტ საშუალებას, რომლის გამოყენებით ქართულმა საზოგადოებამ შესაძლოა აჩვენოს დემოკრატიული კონსოლიდაცია ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ევროპარლამენტი მკაფიოდ და ყოველგვარი პირობითობის გარეშე მოუწოდებს ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი. იქვე, პარალელურად ევროპარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, არჩევნები ჩაატაროს გაუმჯობესებულ გარემოში. ეს არის ორი პარალელური მოწოდება, ყოველგვარი პირობითობის გარეშე. ეს არის ჩვენი მეგობრების პირდაპირი და ნათელი გზავნილი, თუმცა ამის მიუხედავად, და ამ დოკუმენტის გავრცელებამდე, ჩვენ ისედაც მოვუწოდებდით ყველა კოლეგას საერთო მსჯელობისკენ - რაც არის ევროპის მოწოდებაც. დღეს როგორც არასდროს, ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს გეგელია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)