|
2025-06-05 09:50:17, 713 ნახვა
მსოფლიო
მედია - უნგრეთის პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე“ კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო
უნგრეთის პარლამენტმა “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო"თავისუფლების" უნგრული სამსახური უნგრეთის მმართველი პარტია “ფიდეშის” ფრაქციის ლიდერზე, მატე კოჩიშზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულია, რომ უნგრულ პარლამენტს ე.წ. “გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე” კენჭისყრა 10 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, კოჩიშის თქმით, კანონპროექტზე კენჭისყრა საზაფხულო საპარლამენტო არდადეგებამდე არ გაიმართება. “გამჭვირვალობის კანონს ამოვიღებთ ოთხშაბათის საკანონმდებლო კომიტეტის დღის წესრიგიდან, და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ზაფხულამდე არ მივიღებთ, პარლამენტი კენჭს არ უყრის ამას”, - განაცხადა კოჩიშმა. მისი თქმით, “ფიდეში” ერთიანია იმის რწმენაში, რომ საკანონმდებლო ინსტრუმენტები გამოიყენებოდეს სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე თუ როგორი ინსტრუმენტები უნდა იყოს ეს. კოჩიშის თქმით, ინიციატივაზე მსჯელობები შემოდგომაზეც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)