21:34 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 23:16:05, 913 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი და ყველა საელჩო რადგან ასე ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, უნდა შეეგუონ კრიტიკას

ბრიუსელი და ყველა საელჩო რადგან ასე ერევიან შიდა პოლიტიკაში, უნდა შეეგუონ კრიტიკას, თუკი რამე ევროპულია, ეს არის კრიტიკის ატანა, პასუხის გაცემა და არა ხელის აქნევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა, რომ „მმართველი გუნდის მუდმივი რიტორიკა – ე.წ. დიფ სთეითის გავლენა; რომ უნდოდათ ქვეყნის ომში ჩართვა, მაგრამ მათ ღიად აქვთ გაცხადებული, მათი აზრით, რის გამო დაიძაბა ურთიერთობა, რის გამო შეაჩერეს მოლაპარაკება ყველა დონეზე და ევროინტეგრაციის პროცესზე. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ მიზნად სახელდება თავის დროზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც გაუქმებულია და ჩანაცვლდა ე.წ. ფარა-ს ქართული ანალოგით“.

„რა არ მოსწონდათ? რომელი ევროპული ღირებულება ახსენეს? რამე კონკრეტული თქვეს? საუბრობენ რაღაც აბსტრაქციაზე – ევროპული ღირებულებები. არ ვიცი, ქართულ ღირებულებებს ვინმე თუ იწუნებს, რომელიმე ევროკავშირელი, მაშინ გვითხრან, ჩვენს ღირებულებებში რამე პრობლემა ხომ არ არის. ყველაზე დიდი დონორი საქართველოში იყო აშშ-ი. აშშ-მა აღიარა, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაცია, საზოგადოებების არევა, ძირის გამოთხრა, პროპაგანდა, მედიაქსელები. ეს აღიარა აშშ-მა და გააუქმა დაფინანსებები. ევროპული დაფინანსება ამისგან რამით განსხვავდება? როდესაც ფაქტები ვიცი. ეს ფაქტებიც მაქვს პაველ ჰერჩინსკისთვის მიწერილი. ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსებით „მოლოტოვის კოქტეილის“ რეკლამა აწარმოა. „სირცხვილიას“ ამ კამპანიას აფინანსებდა „ევროპის დემოკრატიის ფონდი“. ამ ფონდის ბორდის ხელმძღვანელია ბატონი მაკალისტერი, რომელიც ახლა ვიხილეთ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარედ. ეს ადამიანები ფარულად, იატაკქვეშ, ფაქტობრივად, სპეცსამსახურების მეთოდებით, აფინანსებენ პოლიტიკოსებს, რადიკალურ ჯგუფებს, პროპაგანდას, მოძალადე ჯგუფებს. ეს ყველაფერი არის ფაქტები. ნაცვლად იმისა, რომ ამას უპასუხონ არგუმენტებით, ვხედავთ გაბუტულ პოზიციას. ბრიუსელი და ყველა საელჩო რადგან ასე ერევიან შიდა პოლიტიკაში, უნდა შეეგუონ კრიტიკას. კრიტიკა უნდა აიტანონ. რამე ევროპული თუკი არის, ეს არის კრიტიკის ატანა, ამაზე პასუხის გაცემა და არა ხელის აქნევა, როგორც, სამწუხაროდ, შეაჩვიეს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ შეიცვალოს მოცემულობა და გადაიტვირთოს ურთიერთობები ბრიუსელთან, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ჩვენ ხომ არ დაგვიწყია ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს ხომ ვხედავთ, როგორც ცდილობენ, ჩაერიონ ქართველი ხალხის არჩევანში. როდესაც ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ვიხილეთ თბილისში მიტინგზე, აქ რა წესებზე უნდა ვისაუბროთ. სამწუხაროა, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები განსაკუთრებით გამოირჩევიან საბჭოური მეთოდებით. შეიძლება, ქვეყანა გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ქვეყნიდან. სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ამის ძალიან კარგი მაგალითია, რომ ვერა და ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირი მათი პოლიტიკური ელიტიდან. ზუსტად იგივე ქედმაღლობით უყურებენ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics