21:34 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 16:41:53, 979 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის და NATO-ს საინფორმაციო ცენტრი - გავხდით საგარეო სამინისტროს სტრუქტურის ნაწილი

NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

ცნობისთვის, NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცენტრის წარმომადგენელმა, თემო სუყაშვილმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, რასაც მან მიღებული დოკუმენტის სქრინი დაურთო - აღნიშნულ დოკუმენტში ეწერა, რომ მას ცენტრის ლიკვიდაციისა და თანამდებობის დატოვების შესახებ 1 თვით ადრე აფრთხილებდნენ.

ტაბულამ ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვით მიმართა

პრესსამსახურმა ტაბულასთან საუბრისას განაცხადა, რომ საინფორმაციო ცენტრი "რეორგანიზაციის შედეგად უერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს".

როგორც NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი" გახდა.

"მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა - სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს - შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას". - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics