21:34 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 14:30:04, 889 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშზე - ამ ტიპის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს

ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს - ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა.

ამავე კონტექსტში, მან ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეზეც ისაუბრა, რომელიც ანგარიშის წარმდგენია და აღნიშნა, რომ „ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან“, თუმცა, დარწმუნებულია, ყველაფერი შეიცვლება.

“ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს. კარგად ვიცით, როგორ ხდება მიღება, რამდენს იხდიან, რა თანხებზეა საუბარი. ეს ყველაფერი ლობიზმით არის შეფუთული. რეალურად, ჩვეულებრივი კორუფციაა. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ადამიანები, რომელიც ქვეყანაში აგენტურას წარმოადგენენ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მათი და მათი თანაგუნდელების მიმართ ის დამოკიდებულება აქვთ, რასაც იმსახურებენ.

ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური ტიპები, საკმაოდ მრავლად არიან, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ მივიღებთ ისეთ ევროპას, რომლისკენაც ვისწრაფვით და არა ისეთს, როგორიც დღეს არის: დაფუძნებული ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics