21:34 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 14:14:58, 887 ნახვა

სამართალი
ზურაბ ჯაფარიძის მომდევნო სასამართლო სხდომა 17 ივნისს გაიმართება

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ივნისს გაიმართება. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს, შემდეგ კი პროკურატურის მოწმე, საქმის გამომძიებელი, სალომე შიოშვილი გამოკითხეს.

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მათი სურვილია, საქმე მალე დასრულდეს, ამიტომ, ამ მიზეზით, აპირებენ, რომ მომდევნო სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები უდავო გახადონ.

"შემდეგ სხდომაზე, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად, შევეცდები, რომ პოზიცია დავაფიქსირო. ჩვენი სურვილი იქნება, რომ ეს საქმე მალე დავასრულოთ. მტკიცებულებების უდავოდ გახდომა არ ნიშნავს იმას, რომ ბრალს ვეთანხმებით - იმას ნიშნავს, რომ დაველოდებით, სასამართლო რას იზამს. სასამართლოს არჩევანის წინაშე დავაყენებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს [...]

ზურაბ ჯაფარიძე არც გარემოებების ცვლილებებთან დაკავშირებით აპირებს ლოდინს და არც ვინმეს პირობის მიღებას". - თქვა ჯაფარიძის ადვოკატმა.

22 მაისს ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.

პროკურატურამ ჯაფარიძისთვის წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეცვალა.

ცნობისთვის, ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 16 აპრილს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics