|
2025-06-04 10:07:30, 920 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - რუსეთს ომის დასრულების შესახებ უკრაინის დოკუმენტზე პასუხი არ გაუცია
სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის წინ მოსკოვმა კიევისგან მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ომის დასრულების შესახებ უკრაინული მხარის ხედვა იყო ასახული, თუმცა, რუსულ მხარეს არანაირი პასუხი არ გაუცია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს დოკუმენტს, რომელიც ასახავს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. ჩვენ ის შეხვედრის წინ გავაგზავნეთ. შეხვედრის დროს ჩვენმა დელეგაციამ რუსებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ. მათ არანაირი პასუხი არ გასცეს. არც შეხვედრის დროს და არც მის შემდეგ. ჩვენ რუსეთისგან პასუხს ვითხოვთ“, - აცხადებს სიბიგა. მისი თქმით, დუმილის ყოველი დღე ადასტურებს მათ სურვილს, ომი გააგრძელონ. „უფრო მეტიც, უკრაინის მხარის კონსტრუქციულ წინადადებებზე რეაგირების ნაცვლად, რუსეთმა წამოაყენა ულტიმატუმების მთელი რიგი, რაც სიტუაციას მშვიდობის დამყარებასთან არ აახლოებს. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის დაპირებებს, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის მიცემულს, რომ ამ კვირაში სტამბოლში რაიმე რეალისტურ და განხორციელებადს წარადგენდა“, - აცხადებს სიბიგა. მისი თქმით, რუსეთი ამ დრომდე უარი ამბობს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მნიშვნელოვან ფორმატზე და ეს საკმარისი მიზეზია უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესონ. „უნდა დავასრულოთ მკვლელობები. თუ მიმდინარე შეხვედრები ასეთ შედეგს ვერ გამოიღებს და მშვიდობის ხელშეწყობას ვერ შეძლებს, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ლიდერების შეხვედრა აუცილებელია“, - წერს სიბიგა.
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)