17:11 - 22 Jul, 2026
|
2025-06-03 14:46:37, 1756 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - რუსეთმა სუმი დაბომბა, არიან დაღუპულები
3 ივნისს, რუსეთმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით ქალაქ სუმზე იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 20 ადამიანი. დაშავებულთა შორის არის 17 წლის მოზარდი.
რუსულ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: "რუსებმა სუმიზე მხეცური იერიში მიიტანეს. უბრალო ქალაქზე, ჩვეულებრივ ქუჩებზე – რეაქტიული არტილერიით. სრულიად გააზრებული დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე". მისი თქმით, ქალაქში გრძელდება სამაშველო სამუშაოები. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. "მივიღეთ ცნობა ერთი ჭურვის შესახებ, რომელიც არ აფეთქდა. ეს ჭურვი მე-9 სართულზე, საცხოვრებელი ბინის კედელში გაიჭედა. სულ ეს არის, რის ცოდნაც საჭიროა რუსეთის "სურვილზე" დაასრულოს ომი". – წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)