|
2025-06-02 22:02:59, 1828 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს
უკრაინა ჰააგაში ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა „ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს შევხვდით. ნატო-ს სამიტზე მიგვიწვიეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზების შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა. „მე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვუთხარი, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრას მხარს ვუჭერ, რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი შეხვედრის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, დღეს, სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს სტამბოლში ან ანკარაში შეხვდნენ. „ასევე, მსურს, ამ შეხვედრაზე ტრამპიც მოვიწვიო. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადავდგამთ“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)