14:03 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 20:28:18, 702 ნახვა

პოლიტიკა
სტუდენტები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ, სადაც ცოტა ხანში საპროტესტო აქცია დაიწყება, რომელიც უკვე 187-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მანამდე, ილიაუნის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის შენობის წინ გამართეს და დაკავებული სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად ლექციებზე ერთი დღით უარი თქვეს. გაფიცულ სტუდენტებს ლექტორები და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ.

"თავისუფლება ლუკას, თავისუფლება თათიას, თავისუფლება ლიკას" - სკანდირებენ ახალგაზრდები.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი". მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს, ის ბათუმში აქციაზე დააკავეს და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CIA-მ ირანში ამერიკელი ოფიცრის გადასარჩენად დეზინფორმაციის ოპერაცია ჩაატარა
უკრაინამ ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის პორტი, ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და თბოელექტროსადგური დაბომბა
ადვოკატი: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია
ზუგდიდში 73 წლის პენსიონერი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics