|
2025-06-02 12:12:14, 786 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დაფინანსების მოძიებაზე ბიზნეს სესია გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 4 ივნისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე — „როგორ მოვიზიდოთ დაფინანსება“. ბიზნეს სესიას მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე გაუძღვება. ლექცია განკუთვნილია მათთვის, ვინც იწყებს ან უკვე მართავს საკუთარ ბიზნესს და სურს, რომ სწორი სტრატეგიებით მოიზიდოს ფულადი რესურსები იდეის განსახორციელებლად, ბიზნესის გასაფართოებლად ან კრიზისული პერიოდის დასაძლევად. შეხვედრაზე განხილული იქნება დაფინანსების სხვადასხვა წყაროები საქართველოში — დაწყებული პირადი რესურსებითა და საბანკო დაფინანსებით, დასრულებული საერთაშორისო გრანტებითა და ინვესტორებით. მონაწილეები მიიღებენ პასუხს კითხვებზე: • რას გულისხმობს და რაში გვჭირდება დაფინანსება? • როგორ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ინვესტორმა, ფინანსურმა ინსტიტუტმა ან გრანტის გამცემმა ორგანიზაციამ დაგვაფინანსოს? • რომელი კითხვებისთვის უნდა ვიყოთ მზად? • როგორ ავირიდოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები დაფინანსების მოძიების პროცესში? სესიაზე ასევე ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ უნდა წარვადგინოთ ჩვენი იდეა, გავამყაროთ მონაცემებით და მისი ღირებულება მომხმარებლის, გუნდისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის განვსაზღვროთ. შეხვედრა ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის #57-ში. მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აზროვნების აკადემიის ვებგვერდზე. აღნიშნული ბიზნეს სესია საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, შეთავაზებებსა და სექტორულ კვლევებს, რომლებიც ბანკის მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შესაძლებლობების მაქსიმალურად გაძლიერებას.
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
სადიგოვთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა - მედიის ადვოკატირების კოალიცია
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)