|
2025-05-30 16:06:07, 656 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დროა, პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ ღირსების გადარჩენაზე
გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარი უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს, თუ რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში“ და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „თავისი უღირს საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღეც ხვალ აღინიშნება“. „ახალი სპეციალობა გაჩნდა მედიცინაში და ახალი დარგი ექსპერტიზაში: „პოლიციელ“ დგებუაძეს სილისგან გამოწვეული ტკივილის ნიშნების აღმოჩენა და შესწავლა. საკუთარი ოჯახის და გვარის სირცხვილის გარდა, თავისი უღირსი საქციელით დგებუაძე შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას, რომლის დღე აღინიშნება ხვალ! შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ მზიას კიდევ ერთი სამარცხვინო სასამართლო სწორედ დღეს ტარდება! დამთხვევა არაა ეს, პირიქით ემსახურება პოლიციის ინსტიტუტის დაკნინებას, დისკრედიტაციასა და მის სრულ დემორალიზაციას. ესე იგი სახელმწიფოებრიობის დაშლის კიდევ ერთი ნაბიჯი! გომელაურის „წასვლა“ ისე, რომ მას საკუთარი უწყების თანამშრომლებისათვის მადლობის გამოცხადებაც არ აცალეს, გვაჩვენებს რაოდენ დაძაბულობასა და დაპირისპირებას აქვს ადგილი მმართველ „გუნდში“ და როგორ არ ადარდებთ ავტორიტეტის დასუსტება… გარდა ერთისა! მგონი, დროა, პოლიციელებმა ფიქრი დაიწყონ საკუთარ ღირსებისა და პროფესიონალიზმის გადარჩენა/შენარჩუნებაზე! პოლიციის დღეზე, მე პირადად მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ დაიბრუნოთ საზოგადოებისა და ცალკეულ მოქალაქეს ნდობა და სიყვარული, რითაც თქვენი პროფესია გამოირჩევა და ფასობს. მაშინ შეძლებთ ხელახლა ამაყად გაიძახოთ: „ვემსახურები საქართველოს“, -წერს ზურაბიშვილი.
CIA-მ ირანში ამერიკელი ოფიცრის გადასარჩენად დეზინფორმაციის ოპერაცია ჩაატარა
უკრაინამ ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის პორტი, ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და თბოელექტროსადგური დაბომბა
ადვოკატი: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია
ზუგდიდში 73 წლის პენსიონერი მოკლეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)