13:48 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 15:55:20, 677 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმების ორივე პროექტი, რუსულიც და უკრაინულიც, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე განიხილება

მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსეთისა და უკრაინის მემორანდუმების პროექტები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმების ორივე პროექტი, რუსულიც და უკრაინულიც, მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე განიხილება, რისთვისაც რუსეთის დელეგაცია ორშაბათს დილიდან სტამბოლში მზად იქნება“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კონტაქტების მომზადებაზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დელეგაციის დონეზე მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება.

პესკოვის თქმით, პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის პრინციპულად მომხრეა უმაღლეს დონეზე კონტაქტების.

„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის პრინციპულად მომხრეა უმაღლეს დონეზე კონტაქტების. რა თქმა უნდა, ასეთი კონტაქტები მოთხოვნადია, მაგრამ საჭიროა მათი მომზადება“, - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუდმივად უზიარებს თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის აშშ-ში, რუსეთის პოზიციას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტი პუტინი მუდმივად აწვდის თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის ამერიკის წარმომადგენლებს, ჩვენს პოზიციას ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობის შესახებ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით. მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტის ეს განმარტებები გაგებულია, მათ შორის ვაშინგტონში“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CIA-მ ირანში ამერიკელი ოფიცრის გადასარჩენად დეზინფორმაციის ოპერაცია ჩაატარა
უკრაინამ ბალტიის ზღვაზე მდებარე პრიმორსკის პორტი, ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და თბოელექტროსადგური დაბომბა
ადვოკატი: სადიგოვის დეპორტაციაზე სტრასბურგი უკვე ინფორმირებულია
ზუგდიდში 73 წლის პენსიონერი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics