01:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 13:48:10, 356 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვას არ ვაპირებთ

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ და ცივილიზებულმა სამყარომ კარგად იცის, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით,  2012 წლიდან ძალიან სერიოზული, კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა.

„ ამ ურთიერთობის ნორმალიზაციის კონტექსტში, ჩვენ ვეფუძნებოდით უმთავრეს პრინციპს და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი პატივისცემა. თუ, ჩვენს მეზობელს ურთიერთობის ნორმალიზება სურს, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ ძირითად პრინციპს”, - განუცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება ეუთო-ს ასამბლეას, ზალკალიანის თქმით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვას არ აპირებს:

 „ჩვენ ვართ მასპინძლები. ეუთო-ს სურვილია, რომ ეს ღონისძიება შედგეს სრული ფორმატით, ანუ მასში მონაწილეობა მიიღოს ყველა ეუთო-ს წევრმა ქვეყანამ. ჩვენ პატივს ვცემთ ამ ორგანზიაციას. კანონის გადახედვას არ ვაპირებთ. ყველამ პატივი უნდა სცეს იმ კანონს, რომელიც არსებობს", - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრაზე, რუსი დეპუტატები თბილისში ჩამოსვლას აპირებენ.  ამის შესახებ განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, რუსული მხარე გარანტიებს ითხოვს. კერძოდ, მათი მოთხოვნაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გაუქმდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics