2025-05-30 13:09:56, 726 ნახვა
სამართალი
ბათუმის სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს შორისაა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავს. როგორც სადიგოვი აცხადებს, ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ჩავიდა.
რაც შეეხება დღევანდელ სასამართლოს, სხდომაზე დასწრებას აპირებს საფრანგეთის ელჩის მოადგილე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,