|
2025-05-29 22:24:16, 751 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი მელიას დაკავებაზე - ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს; სანქციები გამოსავალია
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს. კერძოდ, უილსონი ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას და აცხადებს, რომ სანქციები გამოსავალია. “ანტი-ამერიკულმა “ქართული ოცნების” რეჟიმმა ამ წამს დააპატიმრა საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერი, ნიკა მელია იგივე ყალბი ბრალდებებით, როგორც ოპოზიციაზე წინა თავდასხმის დროს. ნათელია, რომ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს ქვეყნის ჩინეთისთვის მისაყიდად. სანქციები გამოსავალია!”, - წერს უილსონი. შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბასთან დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, რასთან დაკავშირებით მოხდა მელიას დაკავება. ოფიციალური ინფორმაცია ოპოზიციონერის დაკავებაზე ამ დროისთვის, არ გავრცელებულა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)