|
2025-05-29 20:51:56, 767 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ის უფროსი: ბაჩიაშვილი ალბათ გააგრძელებს ზღაპრების მოყოლას
გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი უფროსის გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, შესაბამისი განცხადება, რაც საჭიროდ ჩათვალა მისმა უწყებამ უკვე გაავრცელა. მისი თქმით, ბაჩიაშვილი არის კრიმინალი და დამსახურებულად არის განთავსებული სასჯელაღრსულების დაწესებულებაში. ამასთან, ოხანაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას ბაჩიაშვილს თმის ღერი არ ჩამოვარდნია. „ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარი არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სუს-მა, ჩვენ ოფიციალური განცხადება გავავრცელეთ ამ ეტაზე, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გრძელდება გამოძიება, თუ ვინმეს ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა, ვინ რას დაიჯერებს, მთავარი აქ რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი, მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს, ის მოიხდის სასჯელს. გარდა ამის, მას აქვს სხვა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საქმის წარმოება. მთავარია კიდევ არ არის ის, რომ ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს. ის ვერ საუბრობს, რომ მის მიმართ იძალადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შელახულია და ა.შ. ეს არის ჩვენი სტანდარტი, ეს არის სტანდარტი, როგორც ვმოქმედებთ. დანარჩენი უნდა დაველოდოთ, მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)