|
2025-05-29 19:06:03, 544 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა - მათი შეჩერების დროა!
საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მათი შეჩერების დროა. „ტერორი, საქართველოში სახელმწიფო ტერორად იქცა: საქართველოს მმართველმა პარტიამ უცხო ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტი გაიტაცა რამე სამართლებრივი პროცესის გარეშე. ბატონი ივანიშვილის მიერ დაკვეთილი ეს ოპერაცია განხორციელებულ იქნა “საქართველოს ავიახაზების” თვითმფრინავის გამოყენებით! მათი შეჩერების დროა!” - წერს ზურაბიშვილი. ასევე, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს ეხება. “ტერორი საქართველოში. მმართველი პარტიის კიდევ ერთი “ბოლშევიკური” ნაბიჯი: ანტიკორუფციული ბიურო მოქალაქეებს მოუწოდებს, ინფორმაცია მიაწოდონ “ნორმების დარღვევაზე”... და იძიებს მხოლოდ ოპოზიციის წევრებს, მაგრამ არც ერთ საჯარო კორუფციულ სკანდალს, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული…“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)