00:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 18:07:20, 710 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია

უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიღებისას განაცხადა.

მისი თქმით, გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ ახლა „ისტორიამოგვიწოდებს“, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა.

“დამოუკიდებელი ევროპისთვის მესამე იმპერატივია ჩვენი კონტინენტის შემდგომ, ისტორიულ ხელახლა გაერთიანებაზე მუშაობა. ევროპის ქვეყნების მისალმება, რომელთაც ჩვენს კავშირში გაწევრიანებაზე თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. ეს არა მხოლოდ მორალური საჭიროებაა ევროპისთვის, ეს წინაპირობაა უფრო ძლიერი ევროპისთვის - სახლში და გეოპოლიტიკურად მსოფლიოში.

უფრო დიდი, ხელახლა გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. დაგვეხმარება ჩვენი დამოკიდებულობების შემცირებაში. ის უზრუნველყოფს, რომ დემოკრატია, კეთილდღეობა და სტაბილურობა გაძლიერდება ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გაწევრიანება ყოველთვის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ახლა მოგვიწოდებს, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა.

უკრაინაში ყოველ დღე ვხედავთ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ვნახეთ მსხვერპლი, რომელსაც ხალხი იღებს ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ასე რომ კი, ეს ისტორიული მომენტია. და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის. ამ მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ. უკრაინისთვის. დასავლეთ ბალკანეთისთვის. მოლდოვისთვის. იმედია, საქართველოსთვის. ყველა მათთვის, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა. ჩვენს კავშირში თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის. უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის,” - განაცხად ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics