2025-05-29 16:01:56, 7667 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს
![]() ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (СГБ) ცნობით, დე ფაქტო უწყებამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტთან ერთად, გამოავლინა "სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის არხი", რის შედეგადაც დააკავა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორი ჯგუფი. "ერთ ჯგუფში თურქეთის ორი მოქალაქეა: 1997 წელს დაბადებული სელჩუკ გურენი, რომელიც ოპერატიული მონაცემების თანახმად, ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნის ქვეშაა თურქეთში წარსულში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის და 2001 წელს დაბადებული დოგან ბერსანი, რომელიც ასევე მკვლელობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იძებნება". - წერია განცხადებაში. ასევე, დე ფაქტო უწყების ცნობით, 26 მაისს დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქეები: 1974 წელს დაბადებული ჰასან აზიზოვი და 1990 წელს დაბადებული ნამაზ თაჰმაზლი. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეებმა "საქართველოს ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმალვა სცადეს". მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო უწყებამ დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მათ "საზღვრის უკანონო კვეთის" გამო, სავარაუდოდ, 2-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|