|
2025-05-29 13:33:09, 560 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა
ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელი მოვლენები ხდება. „დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას ვხედავთ: ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ! აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვილის წახალისებას, გენდერული და ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევას. ის თითქოს იცავს უფლებებს, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას განსაზღვროს საკუთარი განვითარება; ტოლერანტობას ამოფარებული, ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)