04:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 10:06:16, 787 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირს პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს.

"შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი ადრეული გაფრთხილების სისტემა იქნება, რომელიც დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, მათ შორის, როგორებიცაა საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ცენტრი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში". - თქვა კალასმა.

ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონს ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

"ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არსებობს გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება. უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. ასევე, თურქეთი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანაა. თუმცა, რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე.

ასევე, სამხედრო მობილურობა. ჩვენ ვთავაზობთ რეგიონული პორტების, რკინიგზის, გზებისა და აეროპორტების დამატებით განახლებას მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გასატარებლად. განახლება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ჯარები იქ იყვნენ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. რეგიონში აღჭურვილობის უფრო სწრაფად მიწოდება აძლიერებს შეკავების ძალას და ასევე ეხმარება NATO-ს. 

გარდა ამისა, არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები. შავი ზღვის რეგიონი ჰიბრიდული მანიპულაციების მთავარი სამიზნეა. ევროკავშირის მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება კიბერშეტევების, დეზინფორმაციისა და სხვა მტრული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ ხელოვნურ ინტელექტში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად და ფაქტების შემოწმების ქსელების გასაძლიერებლად". - თქვა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics