04:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 18:28:47, 642 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია ივანიშვილის წერილზე - ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა

პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილი, „საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის მორიგი უტიფარი აღიარებაა“.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ივანიშვილს, რომელსაც ლიდერობის ამბიცია აქვს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესების სასიკეთოდ, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ შეუძლია.

ბოკერიას თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შეუძლებელია და ამიტომ, ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას“.

„ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილისგან მორიგი უტიფარი აღიარება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის. კაცი გვეუბნება, რომ ჩემი ფულის პრობლემის გამო არ შევხვდები ამერიკის ელჩს და არ მოვაგვარებ კრიზისს, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებშიო, რასაც თავად იძახის და ორივე ქვეყნისთვის კარგი შედეგი რომც დგებოდეს, მაინც კომპლექსი მექნებოდაო - და ნუ ექნება მერე კომპლექსი.

ქვეყნის ლიდერს, ამის ამბიცია ვისაც აქვს, საკუთარი ფულის პრობლემის გვერდით გადადება არ უნდა შეეძლოს, თუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე?! თან ამ ყველაფერს კეთილშობილებად გვასაღებს, ეს თავხედი. თვითონვე აღიარებს, რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მე არ შეგხვდებით, ჩემს პოლიტიკურ არარაობას შეხვდითო.

და რაც მთავარია, ეს არ შეხვედრა ხომ ის განაცხადია, რომ სანამ ჩემი ფულის პრობლემა არ მოგვარდება, მანამდე გექნებათ ჩემთან პრობლემაო. რა თქმა უნდა, სიმართლე სხვა რამეშია, მთელი ეს კრიზისი ივანიშვილის შექმნილია და არანაირი ილუზია მე არ მაქვს და არავის უნდა ჰქონდეს, რომ ივანიშვილის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შესაძლებელია, სანამ მას ძალაუფლება აქვს, ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics